ასპანა – სოფელია ჯავახეთში.("თავფარავნელი ჭაბუკი")
"თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა..."
არა ზარობდა – არ ერიდებოდა. ("თავფარავნელი ჭაბუკი")
"ზღვა ჰქონდა წინად სავალი გასვლას შიგ არა ზარობდა..."
ასური - სირიელი ("მოგზაურობა ევროპაში")
"მე ასური ვაარო..."
აუდვა - დატვირთა. (“გლახაკი და ქილა ერბო”)
"და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო"
არარა დასაძრახია-არაფერი გასაკიცხია („სწავლა მოსწავლეთა“)
"კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია"
ახია-შესაფერისია („სწავლა მოსწავლეთა“)
"სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია"
აღდგინა- ააყენა . (“კეისრის მაგისტრი”)
"მაგისტროს კიდევ უარი თქვა და არ მოეხსნა, აღადგინა და მიიყრდნა"
ადლი - სიგრძის საზომი ერთეული. (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)
აკიდო - მოკლედ აჭრილი წვრილმტევნიანი რტო.
"აკიდოების მკოდელი."
No comments:
Post a Comment