მოვი – აბრეშუმის ქსოვილი.("თავფარავნელი ჭაბუკი") "წითელი მოვის პერანგი..."

მალთისელები - მალტელები ("მოგზაურობა ევროპაში")
"მალთისელები დიაღ კაცნი არიან"

მარჩილი - ფულის ერთეული. (“გლახაკი და ქილა ერბო”)
"ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი"

მოძებარი-მძებნელი („სწავლა მოსწავლეთა“)

მოვარჩენ - გადავარჩენ, ვიხსნი. („კაცი და გველი”)
"ამ გველს მოვარჩენ"

მოგარჩინე - გადაგარჩინე. („კაცი და გველი”)
"სიკვდილს მოგარჩინე"

მოუფონა - მოუშვა. („კაცი და გველი”)
"ცოტა მოუფონა გველმან კაცს"

მოიგრილებენ - გრილოში გაჩერდებიან, გაგრილდებიან. („კაცი და გველი”)
"მოვლენ მოიგრილებენ"

მოწმობა - აქ: დასტური. („კაცი და გველი”)
"გველმა ხისა და ხარის მოწმობა მოახსენა"

მესამართლები - სამართალს ეძებ ჩემგან. („კაცი და გველი”)
"ყელზე შემოჰხვევიხარ და ისე მესამართლები"

მაგისტრი - ოსტატი. (“კეისრის მაგისტრი”)
"იყო ერთი მაგისტროსი , დია კარგი და სახელოვანი ჭაბუკი, ყმა კეისრისა."

მწვირე - ლაფი, ტალახი. (“კეისრის მაგისტრი”)
"ნახა ფოლორცში მწვირე დგას და შიგ საპყარი გლახა ეგდო."

მოთხე - კოლოფი. (“კეისრის მაგისტრი”)
"გაუხსნა და , უბეთა ერთი მოთხე ედვა, ამოიღო."


მოეხსნა - მოეშვა (“კეისრის მაგისტრი”)
"არ მოეხსნა და გააძვრევინა."

მოვილოდინოთ - დაველოდოთ. (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)
"რა გვაქვს ხვალ სანატრელი რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?"

მოვშენდეთ - გავმრავლდეთ. (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)
"მოვშენდით, წელში გავსწორდით"

მოვედინ - მოდი. (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)
"მოვედინ, დღეო სიხარულისაო!.."

მძოვრი - მძორი, ლეში. (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)
"მელა-ტურამ გამოღრღნას როგორც მძოვრი, როგორც ლეში!"

მზესშესაწყვეტი - წყევლა: სასიკვდილი. („ტყის შვილები”)
"ისიც შარშან გამოასალმა წუთისოფელს მზესშესაწყვეტმა ბრუციანმა ესტატებ."

მოინარიკლოს - იმსხვერპლოს, მოინადიროს. („ტყის შვილები”)
"ეგ დაბრუნდება შინ რომ რამე არ მოინარიკლოს"

მიიბღოტება - ბობღვით მიდის. („ტყის შვილები”)
"მიდის აღმართ-აღმართ მიიბღოტება."

მოიმძვლა - მოწყდა, ჩამოიქცა. („ტყის შვილები”)


No comments:

Post a Comment