გლახაკი - ღარიბი. (“გლახაკი და ქილა ერბო”)
"ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა"

გულისთქმა - ოცნება. (“გლახაკი და ქილა ერბო”)
"მისის გულისთქმით გამდიდრება წუთზე წაუხდა"

გასწავლებული-ნასწავლი, განსწავლული („სწავლა მოსწავლეთა“)
"გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქმს წოლასა"

განათავებსა-ბოლოს მოუღებს („სწავლა მოსწავლეთა“)
"დედ-მამას განათავებსა"

გადაგვხედია - გადაგვხდენია (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”)
"რა არ გადაგვხედია თავს"

გრაალი - წმინდა თასი. სახარების მიხედვით, იესოს გვამირომაელებისგან ერთმა მდიდარმა კაცმა, იოსებ არიმათიელმა, გამოითხოვა, შეახვია ტილოში, კლდეში გამოკვეთილ საფლავში დაასვენა და კარებზე ლოდი მიაყუდა. ლეგენდის მოხედვით კი,იოსებმა ქრისტეს სისხლიანი პერანგი გაუწურა და სისხლი თასში მოაგროვა. ამ თასს ჰქვია სწორედ გრაალი.

No comments:

Post a Comment